ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი გმობს საქართველოში აქციის მონაწილეების დარბევას და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.
"შოკირებული ვარ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევით საქართველოში, სადაც გარეთ გამოსულმა უამრავმა მოქალაქემ აიმაღლა ხმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის. ნიდერლანდები გმობს ამ მიუღებელ ძალადობას. ქართველი ხალხი ჩვენს სრულ მხარდაჭერას იმსახურებს", - წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
თბილისში საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნაზე უარი თქვა, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.
უკვე მესამე დღეა მასშტაბური აქციები იმართება თბილისში და პოლიცია აქციის მონაწილეების ფიზიკურად უსწორდება და აკავებს.