საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ევროკავშირის უკვე ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს. როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს უთხრა, შოკირებულია ელჩის მისამართით ბოლო დროს გაკეთებული კომენტარებით.
“ნამდვილად შოკირებული ვიყავი, როცა მოვისმინე ეს კომენტარები ელჩი ჰარცელის შესახებ. ძალიან დიდი უპატივცემულობაა ამის თქმა იმ ადამიანზე, ვინც ოთხი წლის განმავლობაში ბევრი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძალიან რთულია დაასახელო ვინმე, ვინც უფრო მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად ევროპული მომავლის გზაზე”,-აცხადებს დეგნანი.
გუშინ ევროკავშირის ყოფილი ელჩი “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.
ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას უკვე დაასრულა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე მას პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.