შოთა არველაძე "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის, - ინფორმაცია "ჰალ სიტის’’ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
აქვე აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძესთან ერთად გუნდს მისი ასისტენტი პიტერ ვან დერ ვეენიც დატოვებს.
გუნდის პრეზიდენტის აკუნ ილჩალის განცხადებით, სანაკრებო შესვენებისას შოთასთან საუბრით მიხვდა, რომ მათი მოსაზრებები გუნდის განვითარებასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ დაემთხვა, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ინგლისურ კლუბ "ჰალ სიტის’’ იანვრის თვიდან წვრთნიდა.