საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივ თბილისის“ მფლობელობა და მენეჯმენტი ერთმანეთისგან გაიმიჯნა — ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
გავრცელებული ცნობით, კლუბის პრეზიდენტი გიორგი ყიფიანი გახდა. ამასთან, ჩამოყალიბდა ბორდი, რომელიც კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე იმუშავებს და რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, მათ შორის — ინვესტიციების მოზიდვასა და სისტემურ განვითარებას.
ბორდის შემადგენლობაში იქნება შოთა არველაძეც — საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საერთაშორისო საფეხბურთო გამოცდილების მქონე ფიგურა. განცხადების მიხედვით, არველაძე კლუბის ძირეულ განვითარებაში აქტიურად ჩაერთვება.
„ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.




























