მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შოთა ბურჯანაძე: როდესაც რაღაც რგოლი ჩავარდნილია, გადაწყვეტილებები ჭიანურდება

613b837fe0d13
თელარა გელანტია
11.09.21 22:55
714
“რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელ შოთა ბურჯანაძის აზრით, „ბიზნესს ყოველთვის სჭირდება დაცვა და სიტყვის მიტანა იქამდე, სადაც საჭიროა“. ასე პასუხობს რესტორატი bm.ge-ის კითხვას, რომელიც ბიზნესომბუდმენის დანიშვნის საჭიროებას თუ აუცილებლობას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ 1 წელი გავიდა, რაც ბიზნესომბუდსმენის პოსტი ვაკანტურია და მას შემდეგ, რაც მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე ნინო კვეტენაძე ასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 17 თებერვალს 10-მა ბიზნესგაერთიანებამ, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის და დაფინანსების წყაროს მოდელის შეცვლაც შესთავაზა, თუმცა 18 თებერვალს გახარია მოულოდნელად გადადგა და ეს საკითხიც „გაიყინა“. ბიზნესომბუდსმენის თუნდაც არსებული წესი შესარჩევად, ჯერჯერობით, ვერც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიცალა.

„ბიზნესს ყოველთვის სჭირდება დაცვა და სიტყვის მიტანა იქამდე, სადაც საჭიროა და როდესც ეს ფუნქცია სრულფასოვნად ვერ სრულდება და მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელზე არის საუბარი, ვინც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის არსებობს ნიუანსი, რომელიც გამოუსწროებელია. ალბათ ამ საკითხზე მთავრობამ უნდა იფიქროს. დღესდღეობით, ალბათ ამისთვის დრო არ გააჩნიათ, არადა რეალურად ამ პრობლემას გადაწვეტა სჭირდება. ბიზნესი არაა მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებული მხარე და პრობლემების მქონე ჯგუფი. ყოველთვის არსებობს რაღაც ნიუანსები, რომლის სწრაფი გადაჭრა მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც რაღაც რგოლი ჩავარდნილია, გადაწყვეტილებები ჭიანურდება“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები