მაშველებმა შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, ხოლო 8 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.