მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

რაჭა მეწყერი

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მან რაჭაში განაცხადა, სადაც მინისტრი სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება.

„სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი", - თქვა აზარაშვილმა. მისი ინფორმაციით, ცხედრების ნაწილი ახლობლებმა უკვე ამოიცნეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 

აზარაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფები. 

შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც  ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და 400-მდე მეხანძრე - მაშველი. დღეს, 06:00 საათიდან, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 210 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.