სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ლიდერის“ მიერ წარმოებულ ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოავლინა.
როგორც bm.ge-ს სეს-დან აცნობეს, ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს.
სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ , მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე.
ინფორმაციისთვის: შპს „ლიდერი“ გლდანის ა მიკრორაიონში, 48-ე კორპუსთან მდებარეობს.