მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შპს "როიალ ფუდს" სახელმწიფო ქონება იჯარით გადაეცემა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
01.10.25 12:37
486

შპს როიალ ფუდს კვების ობიექტის მოსაწყობად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იჯარით გადაეცემა.

მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, ქონების ეროვნული სააგენტო კომპანიას ერთი წლით გადასცემს თბილისში, გორგასლის ქ. №24-ში განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე არსებული 299 კვ/მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი. ყოველთვიური საიჯარო ქირა 1346 ლარია.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. მესაკუთრე და დირექტორი ირინე ზოტიკიშვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები