მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ 22, 532 ობიექტი შეამოწმა - ბექა ფერაძემ სტატისტიკა წარმოადგინა

5fc9f98dd523b
თელარა გელანტია
04.12.20 12:53
782
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ სულ 22, 532 ობიექტი შემოწმდა. ამის შესახებ ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 22, 532 ობიექტიდან წერილობითი და ზეპირი გაფრთხილება 16 733 ობიექტს მიეცა, საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა, რადგან ისინი შეუზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი.

„ბუნებრივია, ხდება ობიექტების რემონიტორინგი; გუშინ 2 719 ობიექტის რემონიტორინგი განვახორციელეთ - შეწყვიტეს თუ არა საქმიანობა და დადასტურდა, რომ ისინი დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასულები.

რაც შეეხება რგიონალურ ჭრილს, თბილისის მასშტაბით, ეს არის 8 416 ობიექტი, იმერეთში - 3 331, აჭარაში - 2 454 , ქვემო ქართლში - 1 994, კახეთში 1 344 , სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 851, შიდა ქართლში - 1 277, გურიაში - 689, მცხეთა-მთიანეთში - 428, სამცხე-ჯავახეთში - 741, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ინფორმაციისთვის: 28 ნოემბრიდან რიგი ეკონომიკური საქმიანობები შეზღუდულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები