გეგმური მონიტორინგის შედეგად, შრომის ინსპექციამ ბათუმში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.
როგორც bm.ge-ის შრომის ინსპექციიდან აცნობეს, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა და ადგილზე ათზე მეტი პირი იყო შეკრებილი.
„ვინაიდან აღნიშნული ფაქტი აკრძალულია საქართველოს მთავრობის #322-ე დადგენილებით, შპს-ის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია და ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შრომის ინსპექცია საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ცნობისთვის: 1 თებერვლიდან ბათუმში რესტორნების და კაფე-ბარების ღია სივრცეები გაიხსნა.




























