მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოებაზე 87 კომპანია შეამოწმა - შედეგები

611d38027097b
თათია ჩაფიჩაძე
18.08.21 21:00
13967
1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს.

წესის ამოქმედებიდან მეექვსე თვეს შრომის უსაფრთხოების ინსპექციის სამსახურს სულ 87 ობიექტი ჰყავს შემოწმებული, საიდანაც 39 ობიექტი ტაბელს არ აწამროებს.

„87 შემოწმებული ობიექტიდან სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოების დარღვევა, მათ შორის, ამ ტაბელის არარსებობა დაუდგინდა 39 ობიექტს, რაზეც გაცემულ იქნა გაფრთხილება.

რეინსპექტირების, იგივე განმეორებითი ინსპექტირებების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ამავე ობიექტების ქრონოლოგიური შემოწმება. ამ ეტაპისთვის 39 ობიექტიდან 8 ობიექტს აღმოფხვრილი აქვს ხარვეზი.“ - ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ bm.ge-თვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები