მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ “მეტი დეველოპმენტს” 28–ათას ლარიანი სანქცია დააკისრა

62022ea15ea9a
მარიამ ვარადაშვილი
08.02.22 12:30
1099
ჯანდაცვის სამინისტოს შრომის ინსპექციამ სამშენებლო კომპანია “მეტი დეველოპმენტი” 14 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ საუბარია ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის მიერ გამოცემულ 24 დეკემბრის დადგენილებაში.

თუმცა რადგან კომპანიამ დადგენილ ვადაში ჯარიმა არ გადაიხადა, მას საურავიც დაეკისრა შედეგად ჯარიმის თანხამ საურავთან ერთად 28 ათასი ლარი შეადგინა.

"შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის გამო სამართალდამრღვევს დაეკისრა საურავი ორმაგი ოდენობით. საურავის ოდენობა - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი",-წერია დადგენილებაში. 

BMG დაჯარიმების მიზეზის გარკვევას კომპანიასთან და თავად შრომის ინსპექციასთან ცდილობს. მათგან მიღებული ინფორმაციის შემთხვევაში მასალა განახლდება.

კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად, "მეტი დეველოპმენტი" ქართულ ბაზარზე 3 წელია არსებობს. მას თბილისში 7 დასრულებული და შესახლებული პროექტი აქვს. ამჟამად, კომპანიის მიერ ხორციელდება 3 მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა: ეკოსითი სამგორი, ეკოსითი კრწანისი და ეკოსითი დიღომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები