მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის ინსპექციამ რეგულაციების დარღვევისთვის აჭარაში ობიექტები დააჯარიმა

61137acfeed8a
BM.GE
11.08.21 11:12
660
შრომის ინსპექციის სამსახურმა, აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. დღის განმავლობაში, დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. იურიდიული პირებისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 10,000 ლარია, განმეორებით დარღვევაზე კი ობიექტის დალუქვაა, ფიზიკური პირებისთვის კი დარღვევაზე ჯარიმა 2,000 ლარია. 

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება.

მოქმედი რეგულაციების თანახმად, აკრძალულია კვების ობიექტების საქმიანობა 00:00-დან 05:00-მდე, ასევე იუბილეების, ქორწილების, ქელეხების და მსგავსი ღონისძიებების მასპონძლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები