მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ „რეტრო“ და „რესტრო 2“ 30 000 ლარით დააჯარიმა

647dfbc75f673
ალა ისპირიანი
05.06.23 19:09
2523
შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. 

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, მათ მიერ კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში შემოწმდა, რის შედეგადაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა.

უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს.

შეგახსენებთ, გუშინ, რესტორან "რეტროს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ რესტორნის მეპატრონე ერთ-ერთ მიმტანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნულის გამო, შრომის ინსპექცია "რეტროში" თანამშრომლების უფლებების დარღვევის ფაქტებს იკვლევდა. დააკავეს რესტორან „რეტროს“ მფლობელიც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები