მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის ინსპექციამ, „სანსეტ ბათუმი“ დალუქა

612236d216a4f
BM.GE
22.08.21 15:34
3625
შრომის ინსპექციის სამსახურმა წუხელ, „სანსეტ ბათუმი“ დალუქა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.

"ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო".

ბოლო 24 საათის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა.

შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები