მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციას COVID უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტების დახურვის უფლება მიეცა

5f3e390d59a0b
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.20 12:44
1385
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით შრომის ინსპექციას იმ ბიზნესობიექტების დახურვის უფლება მიენიჭა, რომლებიც განმეორებითი შემოწმებისა და დაჯარიმების შემდეგაც არ დაიცავენ სამინისტროს მიერ გაწერილ რეკომენდაციებს.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამარშრუტო ტაქსებში მგზავრების მიერ პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმების საკითხს შეეხებოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ფიზიკური პირების დაჯარიმება მათ კომპეტენციაში არ შედის და შრომის ინსპექცია მხოლოდ ბიზნესობიექტებს აჯარიმებს.

„შრომის ინსპექცია არ აჯარიმებს ადამიანებს, შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლები და აქედან გამომდინარე. ჩვენ დღეისთვის გვაქვს აქტიური მონიტორინგი და უკვე 100-ზე მეტი ობიექტი გვყვავს დაჯარიმებული გამომდინარე იქიდან რომ რიგ შემთხვევაში ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან. რიგ შემთხვევებში იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები.

დღეისთვის შრომის ინსპექციამ შეიძინა დამატებითი ბერკეტი იმ შემთხვევაში თუ ობიექტი ვერ აკმატოფილებს განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც იმ საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენ მიერ, მას ექნება ლეგიტიმური უფლება რომ მოახდინოს ობიექტის დახურვა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები