მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 2023 წელს 34 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა - აუდიტი

აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეხება შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობას საქართველოში. დოკუმენტი მოიცავს 2021-2023 წლებს.

ანგარიშში წერია, რომ 2018-2023 წლებში უბედური შემთხვევების სტატისტიკის მიხედვით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დაშავდა 1546 დასაქმებული, ხოლო სამუშაო ადგილას გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 249 ადამიანი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, ქვეყნისთვის დადებითად უნდა შეფასდეს, რომ 2023 წელს ფატალური შემთხვევების მაჩვენებლის თითქმის ორჯერ შემცირება, 2018 წელთან შედარებით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მაჩვენებელი 2018 წლიდან მცირდება და 2023 წელს 34 შეადგინა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიმართულებით, 2023 წელს 2021 წელთან შედარებით, 1,3-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო ინსპექტირების რაოდენობა − 3,5-ჯერ. ასევე გაიზარდა სამუშაო დატვირთვა ერთ ინსპექტორზე − 51-დან 138 ინსპექტირებამდე. შედეგად, დასაქმებულ ინსპექტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი ჩამორჩება საქმიანობის გაზრდილ (მათ შორის, არაგეგმური ინსპექტირებების) მოცულობას.

საქართველოში რეგისტრირებული პოტენციურად შესამოწმებელი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შეადგენს 105 726 და 65 407 ერთეულს.

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ რეგიონებში არ არის პროპორციული ინსპექტორთა რაოდენობის გადანაწილება: 2022 წელს ცენტრალურ ოფისში ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობა − 54-ს, ხოლო რეგიონულ ოფისებში − 12 ინსპექტორს შეადგენდა. შედეგად, თბილისის ცენტრალური ოფისი დიდი მოცულობით (მაგალითად, სამეგრელოს − 90%-ით) ამოწმებს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ინსპექტირების ობიექტებს. ამ ინსპექტირებების დიდი ნაწილის ოპტიმალური განაწილება შესაძლებელია მოქმედ რეგიონულ სამმართველოებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები