იტალიურმა სასამართლომ Armani-ს მფლობელი კომპანია ადმინისტრაციული მართვის ქვეშ მოაქცია - მიზეზი კომპანიის იმ ჩინურ საწარმოებთან თანამშრომლობაა, სადაც თანამშრომელთა შრომითი ექსპლუატაციაა დადგენილი.
Reuters-ის ინფორმაციით, მოსამართლეების გადაწყვეტილებით, Giorgio Armani ოპერირებასა და სამოსის წარმოებას სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს.
სასამართლო განჩინების თანახმად, Armani-ის ჩანთების, ქამრებისა და ტყავის ნივთების წარმოებისთვის “აუთსორსზე” ორ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც, თავის მხრივ, ოთხ ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობენ, რომელთა სახელოსნოებიც მილანის შემოგარენში მდებარეობს.
მოკვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული კომპანიები თანამშრომლებს კვირაში 7 დღე 10-საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში, საათში, საშუალოდ, 2-3 ევროს უხდიდნენ იმ ჩანთების წარმოებისთვის, რომლებსაც Armani-ის კონტრაქტორები 93 ევროდ, თავად Armani კი 250 ევროდ ყიდულობს და სარეალიზაციოდ 1 800 ევროდ გამოაქვს.
თავად არმანი აცხადებს, რომ “კომპანია ყოველთვის აკონტროლებს მიწოდების ჯაჭვში შრომითი ძალადობის აღმოფხვრისთვის საჭირო პრევენციული მექანიზმების მოქმედებას” და სამართალდამცველებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
მილანის პროკურატურა მოდის წარმომადგენელთა “აუთსორსინგს” უკვე 4 წელია, იკვლევს. გასულ თვეს სასამართლოს წინაშე კიდევ ერთი ცნობილი კომპანია, Alviero Martini, იმავე ბრალდებით გასამართლდა, რითაც - Giorgio Armani.