"ქართული ოცნების" შს ახალი მინისტრი გელა გელაძე გახდა ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ბატონი გელა არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი, მას აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში, ის მუშაობდა პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ბატონი გელა იკავებდა ჯერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და დღემდე, ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. დღეიდან, ბატონი გელა უკვე შეასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატება ამ თანამდებობაზე და მის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება წინსვლა და განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაგრძელდება ზრუნვა თითოეული პოლიციელის ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაძლიერდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სამუშაო გამოცდილება:
- 2025 წლის 5 აპრილიდან დღემდე - სუსის მოადგილე
- 2024 წლის 3 დეკემბრიდან 2024 წლამდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე
- 2024-2024 წლებში - შს მინისტრის მოადგილე
- 2023 წლიდან – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე
- 2018 - 2023 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი
- 2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი
- 2012-2016 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
- 2010-2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე
- 2008-2010 – შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი
- 2007-2008 – საქართველოს იუსტიცის სამინისტროს გენერალური ინსპექცია – მრჩეველი
- 2007 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი – მრჩეველი
- 2005-2006 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე
- 2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი
- 2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი
- 2004-2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი
- 2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი
- 2004 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი
- 2001-2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე
- 1999-2001 – საქართველოს პროკურატურა – სტაჟიორი
"ოცნების" პრემიერის ბრიფინგამდე 2 საათით ადრე გომელაურმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ შს მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობას ტოვებს.
გომელაურის თქმით, გადაწყვეტილება "არ იყო იოლი", თუმცა მისივე განმარტებით, ქვეყნის შიგნით არსებული მშვიდობიანი ვითარების ფონზე მიიჩნევს, რომ დროა პირად ცხოვრებას — მეუღლეს, შვილებს და შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს




























