მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა

იოსებ ჭელიძე

"ქართული ოცნების" მთავრობაში ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მოადგილე იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია bm.ge-ს უწყებაში დაუდასტურეს.

დამატებით დეტალებს, მათ შორის რა გახდა წასვლის მიზეზი და ვინ ჩაანაცვლებს შსს-ში არ ამბობენ. ჭელიძე პოსტზე 2019 წლის 10 სექტემბერს დაინიშნა.

ცვლილების შემდეგ გელა გელაძეს 4 მოადგილე ჰყავს, პირველი მოადგილე - როლანდ მესხი. მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და შალვა თადუმაძე.

რაც შეეხება მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილის ბიოგრაფიას, ის შსს-ში მუშაობას ნაციონალური მოძრაობის დროს იწყებს და უწყვეტი კარიერა აქვს:

  • დაიბადა 1969 წლის 24 ოქტომბერს.
  • 1993 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.
  • 15.05.1995-01.01.2005 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე;
  • 21.01.2005-05.02.2015 წლებში საქმიანობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე;
  • 05.02.2015-11.05.2015 წლებში იყო შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსი;
  • 11.05.2015-01.08.2015 წლებში იყო შსს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
  • 01.08.2015-10.09.2019 წლებში საქმიანობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი) თანამდებობაზე;
  • 2019 წლის 10 სექტემბრიდან დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

წოდება - პოლიციის გენერალ-მაიორი

ენების ცოდნა: რუსული

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები