სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც გელა გელაძის შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შს მინისტრი სუსის ხელმძღვანელად დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ უწყებაში თამაზაშვილის მისვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები ჯერ პოსტიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი პოსტებზე აღდგნენ, რაც წმინდად პროცედურული საკითხია.
რას შეეხება მარიამ ტაბატაძეც სამსახურებრივი გამოცდილება ასეთია
- 2005 - 2006 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო შიდა ვალის სამმართველოში სპეციალისტი;
- 2006 - 2007 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო საშინაო ვალის სამმართველოში უფროსი სპეციალისტი;
- 2007 - 2009 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოში უფროსი სპეციალისტი;
- 2009 - 2011 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოში მთავარი სპეციალისტი;
- 2011 - 2013 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოში მთავარი სპეციალისტი;
- 2013-2018 წწ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი;
- 2018 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;
სუსში გელა გელაძის პირველ მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე მამუკა მდინარაძის პირველი მოადგილე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში. მანამდე კი მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მაღრაძის გარდა, გელაძის მოადგილეებად დარჩნენ მდინარაძის ორი ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც ასევე იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილეა და თამაზ ბორაშვილი.




























