მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს 1 794 დროშას ყიდულობს - ტენდერის დეტალები

დროშა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 50 655 ლარის დროშებს ყიდულობს გასაშლელი სადგამებით. ტენდერი 1 794 დროშის შეძენაზეა გამოცხადებული.

ტექნიკური დავალების მიხედვით, შსს-მ 820 საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყიდოს, 250 - სასაზღვრო პოლიციის, 120 - შინაგან საქმეთა სამინისტროსი, 130 - ევროკავშირის. ასევე, შესყიდვა ითვალისწინებს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებისა და დანაყოფების და უცხო ქვეყნის სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის 4 დროშის შეძენას.

ტენდერი დღეს გამოცხადდა და 18 მარტს უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები