მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს 1.2 მილიონ ლარად დამატებით 15 ახალ საპატრულო მანქანას ყიდულობს

შკოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 1.2 მილიონ ლარად დამატებით 15 ახალ ოპერატიული დანიშნულების ავტომობილს ყიდულობს - შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სატენდერო აღწერის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის ღირებულება 68,730 ლარი, ხოლო 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის და მომსახურების ღირებულება 12,533 ლარით არის გათვალისწინებული, შესაბამისად ტენდერში ავტომობილის შესყიდვა/მომსახურების სავარაუდო ფასი 81,263 ლარია.

საპატრულო ავტომობილების წინა ტენდერი, რომელიც 100 ახალი ავტომობილის შესყიდვას მოიცავდა 2024 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. მასში შპს ავტო ცენტრ თბილისმა (შკოდა საქართველომ) გაიმარჯვა. შესყიდვის ღირებულება 18.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განაახლა 2023 წელსაც, როდესაც ორი ტენდერით 305 ოპერატიული დანიშნულების ავტომობილი შეიძინა. აღნიშნულ ტენდერშიც შკოდა საქართველომ გაიმარჯვა და მისი ღირებულება 20.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები