შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობის მიღება, ან ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდების მუხლებით - რამდენიმე პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
უწყებაში ჯერ ვერ აზუსტებენ რამდენი პირია ამ დროისთვის დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება გულისხმობს - საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია, კოალიციის წევრი გელა ხასაია, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაცია "დაფიონის" წევრი ზვიად ცეცხლაძე. ძლიერი საქართველოს წევრის საბა ბუაძის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასევე მათი გაერთიანების წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი.