მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ დააზიანონ პარლამენტის წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა"

აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

"მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - წერია შსს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, აქციის "კი ევროპას, არა რუსულ კანონს" მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდნენ მსვლელობით. ამჟამად მთელი რუსთაველი დაკავებული აქვთ დემონსტრანტებს.

ხვალ, პარლამენტის წინ "ოცნება" კონტრაქციას გეგმავს, რისთვისაც საკანონმდებლო ორგანოსთან რკინის ბარიკადები აქვთ განთავსებული.