დღეს, 10:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყების ცნობით, ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გამართავს.
ცნობისთვის, მთელი ღამე რუსთაველზე "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდნენ. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. ამასთან, დაკავებულები არიან აქციის მონაწილეების ნაწილი.