მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების ამსახველ ქვითარს ავრცელებს

6065a4535793c
ინგა მურუსიძე
01.04.21 14:40
2130
შსს რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების ამსახველ ქვითარს ავრცელებს. სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სინამდვილეში პოზნერი და მისი სტუმრები უწყებას არ დაუჯარიმებია.

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, თავად პოზნერი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის და მისი სტუმრები საქართველოში არ დაუჯარიმებიათ. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები