მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შტატგარეშე თანამშრომლების ნაწილში ზრდა ნამდვილად არის“ - ფინანსთა მინისტრი

60c3912572247
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.21 20:33
594
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ზრდის 70% ჯანდაცვის უწყებაზე მოდის.

„შტატგარეშე თანამშრომლების ნაწილში ზრდა ნამდვილად არის. ამ ზრდის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 70% ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ეს სასწრაფო დახმარების თანამშრომლები არიან, რომლებიც მანამდე არ იყვნენ უწყების დაქვემდებარებაში და მათი ხარჯების ასახვა შემდგომ მოხდა. თუმცა ასევე არსებობდნენ გარკვეული სსიპ-ები და ააიპ-ები, რომელთა ხარჯების გაწევა ბიუჯეტიდან მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სსიპ-ებს და ააიპ-ებს საკუთარი შემოსავალი შეუმცირდათ, მანამდე რითიც ხდებოდა მათი დაფინანასება და სწორედ ბიუჯეტმა აიღო ამ ნაწილში ხარჯის გაწევის ვალდებულება. ამ ნაწილში როგორც ასეთი დამატებითი ხარჯი არ გაჩენილა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები