"შუა დერეფანი ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიული ხერხემალია", - ამის შესახებ განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა.
"შუა დერეფანი არის სტრატეგიული ხერხემალი მთელი ჩვენი თანამშრომლობისა და ჩვენ განსაკუთრებით რკინიგზამ, რომელმაც მიაღწია სრულ ოპერაბელურობას გახლავთ უმნიშვნელოვანესი თემა. ჩვენ ახლახან ვიზეიმეთ გახსნა ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული საშუალებისა.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული და ეს ყველაფერი აუცილებელია იმ პროექტების გატარებისთვის, რომელსაც ჩვენ ამჟამად განვითარებაში ", - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




























