მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფნის პროექტი რეგიონში თამაშის წესების შემცვლელია - EBRD-ის რეგიონული დირექტორი

ალკის ვრიენიოს დრაკინოსი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი რეგიონისთვის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც მან ჟურნალისტებთან შუა დერეფანში საქართველოს როლთან დაკავშირებით განაცხადა, ქვეყანა უკვე ბევრს აკეთებს და უნდა გააგრძელოს პროცესები, სხვა მხარეებთან თანამშრომლობით.

„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას, თუმცა მას ბევრად ფართო გავლენა აქვს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანაზე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აზია დაკავშირებული იყოს ევროპასთან, ენერგეტიკულად, ტრანსპორტით და ვაჭრობით. ეს პროექტი თამაშის წესების შემცვლელია რეგიონში. ასევე, ის ეხმიანება გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. მთავრობები და ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროექტის გარშემო დისკუსიაში, ელიან შესაძლებლობებს და გამოწვევების პოლიტიკურ, ტექნიკურ გადაჭრას.

საქართველო შუა დერეფნისთვის უკვე ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და მან უნდა განაგრძოს ეს პროცესი, მოიწვიოს ქვეყნები უფრო ფართო თანამშრომლობისთვის, მოახდინოს საკვანძო პროექტების და შეფერხებების იდენტიფიცირება და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით იმუშაოს მათზე. ყველა მცირე დეტალი კორიდორის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რამდენადაც რომელიმე ნაწილში გამოწვევამ შესაძლოა მთელი კორიდორი დააზარალოს“,- აღნიშნა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, რომელიც აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას ესწრება.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები