მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე საინვესტიციო რესურსების შემოდინება მცირეა - ცაგარეიშვილი

პაატა ცაგარეიშვილი

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი "საქმიან დილაში" ამბობს, რომ შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთის განვითარებისთვის ინვესტიციები არ ხორციელდება, რის გამოც ქვეყანა ნაკლებად კონკურენტულია დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით.

"საქართველო დღესდღეობით ვიწრო ადგილად წარმოჩნდება იმის გამო რომ ძალიან მცირეა საინვესტიციო რესურსების შემოდინება. ჩვენი მონაკვეთი შუა დერეფანში ისედაც ვიწრო ადგილს წარმოადგენს, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა მოძველებულია, ლოგისტიკურ ცენტრებში არ ხდება მსხვილი საინვესტიციო რესურსის შემოდინება, ვერ მოვახერხეთ ბოლო ოთხი წელი ფოთის ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდა. ამის ნაცვლად აქცენტი გრძელვადიან პროექტებზე გვაქვს გაკეთებული, მაშინ როცა ცენტრალურ აზიაში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე ექსპლუატაციაში ეშვება. ბაზრის რეალობა აჩვენებს, რომ აუცილებლად ადაპტირებული უნდა ვიყოთ არსებულ ტვირთნაკადზე", - ამბობს ცაგარეიშვილი.

„შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა. "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის“ (შუა დერეფანი) მონაცემებით, გასულ წელს ამ გზით 3.3 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, წლიურად ზრდა 20.5%-ია.

ტვირთბრუნვა „შუა დერეფანში“

  • 2024 წელი 3.332 მლნ ტონა
  • 2023 წელი 2.764 მლნ ტონა
  • 2022 წელი 1.485 მლნ ტონა
  • 2021 წელი 586 ათასი ტონა

მონაცემებით აჩვენებს, რომ დერეფანში ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა ზრდის ტემპი შენელდა. თუ 2022 წელს ზრდა 153%-ი იყო, 2023 წელს ზრდის მაჩვენებელმა 86%-მდე, ხოლო 2024 წელს 20%-მდე დაიკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები