მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შვებულებაშია ახლა და მერე წავა" - აბრამიშვილი ადასტურებს, რომ ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა

ზარდიაშვილი

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. სხვა დეტალებზე ის არ საუბრობს.

"შვებულებაშია ახლა და მერე წავა", - თქვა აბრამიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე უკავშირდება თუ არა სემეკის ანგარიშს მისი გადადგომა, აბრამიშვილი პასუხობს, რომ არ იცის: "არ ვიცი, არა მგონია. [მიზეზი] არ ვიცი და ჭორაობაში ნუ გადამიყვანთ".

BMG-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება სსე-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად შვებულებაშია. ზარდიაშვილი ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში კი იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.

ვრცლად ამ თემაზე: BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს|სამინისტროს თქმით, ის შვებულებაშია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები