შვედეთის ახალი სარეკლამო კამპანია ირწმუნება, რომ ამ სკანდინავიურ ქვეყანაში მოგზაურობა და შვედურ კულტურასთან გაცნობა ჯანმრთელობის საწინდარია.
"იცოდით, რომ შვედეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მოგზაურობას ექიმები გამოგიწერენ?" - ასე იწყება ვიდეორგოლი, რომელშიც თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი დათოვლილი მთების ფონზე დგას - "შვედეთი სავსეა აქტივობები, რომლებიც თავს უკეთ გაგრძნობინებთ".
რეკლამაში აღნიშნულია, რომ, მაგალითად, კლასიკური საუნა ღრმა რელაქსაციისთვის პარასიმპატიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს, მზე კი, რომელიც ქვეყანაში 100 დღის განმავლობაში არ ჩადის, "სინათლის თერაპიისთვის" საუკეთესო პირობებს ქმნის.
მიუხედავად ირონიული ტონისა, ქვეყნის უახლესი ტურისტული ინიციატივა, რომელიც გასული თვის ბოლოს დაიწყო და „შვედური რეცეპტი“ ჰქვია, მიზნად იმის ხაზგასმას ისახავს, თუ რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის სკანდინავიური ქვეყნის ველური ბუნების შესწავლა და შვედური კულტურის გაცნობა; რის დასადასტურებლადაც შვედეთის ტურიზმის ეროვნული საბჭო მეცნიერებას ეყრდნობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბუნებაში ხანგრძლივი ყოფნა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ადამიანის საერთო განწყობის გაუმჯობესებას, კოგნიტიური ფუნქციის გაუმჯობესებას და ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებას.
ქვეყანაში, რომელიც 265 000-ზე მეტ კუნძულს, 100 000 ტბას, 5 700 ნაკრძალს აერთიანებს და რომლის კონსტიტუციაშიც აღიარებულია მოგზაურობის ნამდვილი სურვილის კანონი (allemansrätten), მოგზაურებს არა მხოლოდ უფლება აქვთ, შვედეთის ბუნების შესასწავლად შვებულებით ისარგებლონ, არამედ ეს წახალისებული აქტივობაა.
აქვე ვხვდებით friluftsliv-ის ("ღია ცის ქვეშ ცხოვრება") კონცეფციას, რომლის დროსაც შვედები რეგულარულად ეთიშებიან ქსელს და გადიან ბუნებაში; სტრესის შემამსუბუქებელ აქტივობებს, როგორებიცაა ტყეში ცურვა და ღრმა ძილის კურორტები; ცხოვრებისადმი ჰოლისტურ მიდგომას... კამპანიის მთავარი გზავნილია: "თუ ექიმს "შვედეთის დანიშვნას" სთხოვთ, შესაძლოა, თავი უკეთ იგრძნოთ".
როგორც Visit Sweden-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი, სტივ რობერტშოუ აღნიშნავს, გონებისა და სხეულის გადატვირთვისთვის შექმნილი ეს ტრადიციული აქტივობები "შვედური დნმ-ის" უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
კამპანიის შესაქმნელად, Visit Sweden-მა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში ოთხ სამედიცინო ექსპერტთან ითანამშრომლა, რათა გამოევლინათ ხუთი შვედური აქტივობა, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია და სამი შვედური ჩვევა, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრების დაბალანსება შეუძლია (მაგალითად, "ფიკას" ყავის შესვენება ან საუნაში ვიზიტის შემდეგ გაყინულ ტბაში ჩაყვინთვა). კამპანია მოიცავს ისეთი ჯგუფების კვლევებზე დაფუძნებულ დასკვნებს, როგორებიცაა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია, გარემოსდაცვითი კვლევისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო ჟურნალი, ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტო და სხვა.
ეს უახლესი ტურისტული რეკლამა სკანდინავიურ კამპანიათა სერიის უახლესი ნაწილია; 2024 წელს ოსლოს ტურიზმის საბჭოს ვირუსულმა ვიდეომ 20 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, სადაც ერთი შეხედვით უკმაყოფილო ნორვეგიელი მამაკაცი ფიქრობს, თუ რატომ უნდა მოისურვოს ვინმემ ქალაქის მონახულება და ყველა ამ მიზეზს თვლის.
კამპანიის ვიდეოს, როგორც მედიკამენტების ნამდვილ სარეკლამო რგოლებს, "გვერდითი მოვლენების" მონაკვეთიც აქვს. შვედურ დასვენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ჩამონათვალშია: "ფიჭვების უეცარი დაფასება და მათი ჩახუტების სურვილი, მოცვის ენდორფინის დოზის გადაჭარბება, ისეთი კარგი ძილი, რომ თავი სრულიად ახალ ადამიანად იგრძნო, გემრიელ ონკანის წყალზე დამოკიდებულება და დეზორიენტაცია ფუნქციური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეხვედრისას“.
კამპანიის ნაწილია "ექიმის დანიშნულების" PDF დოკუმენტიც, რომელიც, კამპანიის თანახმად, "პაციენტებმა" შვედეთში ვიზიტის დანიშვნის მოსათოვად, ექიმებს უნდა წარუდგინონ.




























