მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

იენს სტოლტენბერგი 

შვედეთი "ნატო"-ს წევრი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ნატო"-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაწერა.

შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს 32-ე წევრი სახელმწიფო და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს ხდის. მოუთმენლად ველი ორშაბათს ნატოს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის: ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში გააკეთეს. ფინეთი ალიანსში 2023 წლის მარტში გაწევრიანდა, შვედეთის გაწევრიანება კი თურქეთის და უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე ფერხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები