შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში არასამთავრობო სექტორზე ზეწოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, უწყება მხარდაჭერას გამოთქვამს საქართველოს სამოქალაქო სექტორის მიმართ.
„შემაშფოთებელია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა, მათ შორის აქტივების დაყადაღება. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიის გზაზე არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“, - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
The increasing pressure on civil society organisations in Georgia is concerning, including the recent freezing of assets. This decision is yet another step in the wrong direction for democracy in Georgia. Sweden maintains its strong support for Georgia’s civil society.…
— Swedish Ministry for Foreign Affairs (@SweMFA) August 30, 2025




























