მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთის და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება მთელი ევროპისთვის უნდა იყოს მაგალითი - ფედერიკო ფერნანდესი თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე

ფედერიკო ფერნანდესი
03.05.24 10:45
165

არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენ ვართ ინოვაციის” CEO ფედერიკო ფერნანდესი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის, ასევე შვედეთის მიერ სიგარეტის მოხმარების შემცირების მიმართულებით მიღწეული შედეგები უნდა იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისაც.

ამის შესახებ ფედერიკო ფერნანდესმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შვედეთის და ბრიტანეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ სახელმწიფოების მხრიდან რისკის პროპორციული და დიფერენცირებული პოლიტიკის გატარება იძლევა შესაძლებლობას, რომ თამბაქოს ზიანის შემცირება მოხდეს.

“ფაქტები, რასაც სამეცნიერო მტკიცებულებები გვეუბნება არის სანდო და ზოგიერთი ამ პროდუქტისთვის ფართო მოხმარების 20 წელს და მეტსაც ითვლის. ამ მიმართულებით შვედეთი არის მოწინავე ადგილზე, ამ პროდუქტების მიმართ დანერგილია დიფერენცირებული საკანონმდებლო ჩარჩო. შვედეთი უნდა იყოს მაგალითი დანარჩენი ევროპისთვის, რადგანაც შვედეთი ახლოსაა, რომ თამბაქოს კვამლისგან სრულად გათავისუფლდეს ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ზე ნაკლები არის მწეველი. თუმცა, შვედეთში ნიკოტინის მოხმარება ევროპის საშუალოზე მცირედით მაღალია, მაგრამ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების დონე მკვეთრად შემცირდა,”- განაცხადა ფერნანდესმა.

ამასთან, ფედერიკო ფერნანდესი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ შემზღუდავი პოლიტიკა ალტერნატიული პროდუქტების მიმართ, ამიტომაც ის სახელმწიფოს უახლესი ევროპული გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდებს, რაც დიფერენცირებულ მიდგომაში აისახება.

NCDC-ის უკანასკნელი სტატისტიკით, საქართველოს მოსახლეობის 28.2% იყო მწეველი, თუკი ამას შევადარებთ Eurostat-ის მონაცემებს, საქართველოს შედეგი შესადარისია ბულგარეთთან, რომელიც ევროკავშირის ყველაზე მწეველი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის 28.7% ეწევა. გაცილებით უფრო ნაკლებია მწეველთა რიცხვი დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში. ნორვეგიაში 10%; ფინეთში 9.9%; ისლანდიაში 7.5%, ხოლო შვედეთში 6.4%.