მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვედეთმა საქართველოს ხელისუფლების მიერ EU-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება დაგმო

შვედეთი

"ვგმობთ ქართულ დეზინფორმაციას ევროკავშირისა და თბილისში მისი ელჩის წინააღმდეგ", - ასე გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას, რომელიც ანუარ ელ ანუინიმ "ქართული ოცნების" წევრების რიტორიკის საპასუხოდ გაავრცელა.

25 ივლისით დათარიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ბლოკი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის.

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად პირობების შესრულების ბოლო ვადად 31 აგვისტო განუსაზღვრა, "ქართული ოცნების" წევრები აქტიურად ავრცელებენ ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას. მათ შორის, პარტიის გენმდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ, მისი შეხედულებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოდან "გასაგდებია" და მასზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად "გააძევებდა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები