შვედეთის მთავრობა წყვეტს საქართველოსთან პირდაპირ თანამშრომლობას. ამის შესახებ ინფორმაციას Sweden Herald ავრცელებს.
დუსას თქმით, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალშიც განახლდეს, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს. შვედეთის დახმარება საქართველოსთვის შეადგენს დაახლოებით 200 მილიონ კრონას წელიწადში [$18.8 მლნ]. წელს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის 25 მილიონი კრონა გამოიყო.
bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს რიცხვებში.
ვაჭრობა
საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 31.5%-ით შემცირდა. კლებაა როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებითაც.
შვედეთთან ვაჭრობის ბოლო 5 წელი ასეთია:
- 2019 - $18.9 მლნ (ექსპორტი - $679.4 ათასი; იმპორტი - $18,3 მლნ);
- 2020 - $17.1 მლნ ( ექსპორტი - $671.7ათასი; იმპორტი - $16.5 მლნ);
- 2021 - $19.4 მლნ (ექსპორტი - $1,1 მლნ; იმპორტი - $18.2 მლნ);
- 2022 - 37.2 მლნ (ექსპორტი - $1,8 მლნ; იმპორტი - $35.4 მლნ);
- 2023 - $52.7 მლნ (ექსპორტი - $1.4 მლნ; იმპორტი - 51.2 მლნ).
წელს, 9 თვეში საქართველომ შვედეთში მხოლოდ 661.1 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 43.6%-ით ნაკლებია.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში:
- ღვინო - $295.7 ათასი;
- შესაფუთი ტომრები და პაკეტები - $284 ათასი;
- მძივის მარცვლები მინისა, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების იმიტაციით - $62.8 ათასი;
- ელექტრული სიდიდეების საზომი ხელსაწყოები - $6.6 ათასი;
- ხელის ინსტრუმენტები - $5.4 ათასი.
შვედეთიდან იმპორტი 9 თვეში 27,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 31.2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში:
- მსუბუქი ავტომობილები - $10.2 მლნ;
- აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან გამა-გამოსხივების გამოყენებაზე - $2.9 მლნ;
- ავტოსატვირთელები - $1 მლნ;
- რულონებად ან ფურცლებად - $859.5 ათასი;
- სატვირთო ავტომობილები - 716.1 ათასი.
FDI
ბოლო ორი წლის განმავლობაში შვედური ინვესტიციების გადინების ტენდენციაა. 2023 წელს 3 მლნ აშშ დოლარი, 2022 წელს კი 0.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა. იქამდე, მაქსიმალური რიცხვი 2020 წელს დაფიქსირდა და ქვეყნის ეკონომიკაში შემოსული შვედური პირდაპირი ინვესტიციის მოცულობამ ამ წელს 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ტურიზმი
2024 წლის პირველ სამ კვარტალში, საქართველოში შვედეთის მოქალაქეების მიერ 5 700 ვიზიტი განხორციელდა, რაც 35.5%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება გასულ, 2023 წელს, საქართველოს შვედეთის 5 566 მოქალაქე ესტუმრა. 28%-ით მეტი ვიდრე 2022 წელს და 42.3%-ით ნაკლები, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს.
შვედეთიდან ფულადი გადმორიცხვების მაჩვენებელი ნულოვანია.