მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიამ 5.75 მლრდ შვეიცარიული ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

623cc6f5e87df
თამთა ჯიჯავაძე
25.03.22 00:10
1172
შვეიცარიამ დაახლოებით 5.75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ Reuters-ი შვეიცარიის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ გაყინული რუსული აქტივების რაოდენობა გაიზარდება.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ამ დრომდე აქტივების მოცულობის შესახებ ინფორმაცია არ გაუცია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის სანქციების სია პოტენციურად მზარდია, შვეიცარიაც განიხილავს ამ საკითხს და მოსალოდნელია, რომ რუსული გაყინული აქტივების მოცულობა გაიზარდოს“, - განაცხადა SECO-ს მაღალჩინოსანმა ერვინ ბოლინგერმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას, როგორც ნეიტრალურ ქვეყანას, და რუსული ელიტის პოპულარულ დესტინაციას, მოუწოდებდა გაეყინა ასობით სანქცირებული რუსის აქტივები. როგორც შვეიცარიის საბანკო წრეები იტყობინებიან, შვეიცარიის ბანკებში $213 მილიარდის ოდენობის რუსული სიმდიდრეა თავმოყრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები