სამიზნე ნიშნულზე მაღალი ინფლაციის დასაძლევად, შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის კომიტეტის შეხვედრაზე ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაიზარდა და 1%-იან ნიშნულს მიაღწია.
ბანკის განმარტებით, ინფლაციის სამიზნე ნიშნული 2%-ის ფარგლებშია, ამჟამად კი ის 3%-ს შეადგენს, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელია.
ტრადიციულად, შვეიცარიის ცენტრალური ბანკი ინტერვენციებისგან თავს იკავებს, თუმცა მიმდინარე წელი ნამდვილად გამონაკლისია. ცნობისთვის, სწორედ გუშინ აშშ-ის ფედერალურმაც განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა და მოსალოდნელია, რომ დღეს ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს.