მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიის ეროვნული ბანკი რეკორდულ $143-მილიარდიან ზარალზეა

64144d926f085
გიორგი თოლორდავა
17.03.23 15:32
745
გასულ 2022 წელს შვეიცარიის ცენტრალური ბანკი 143 მილიარდი დოლარის ზარალზე გავიდა, რაც აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის არსებობის 115-წლიან ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ცენტრალური ბანკის (SNB) ზარალი, ბუნებრივია, არა საოპერაციო ხარჯებით, არამედ იმ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ობლიგაციებისა და აქტივების გაუფასურებითაა განპირობებული, რომელსაც ბანკი ფლობს.

SNB-ის წარმომადგენლობის განმარტებით, გლობალური მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, მკვეთრადაა შემცირებული თითქმის ყველა საფონდო ინდექსის და სახაზინო ობლიგაციის ღირებულება, რაც ბუღალტრულ ანგარიშგებაში შვეიცარიის ეროვნული ბანკის საინვესტიციო პორტფელზე ნეგატიურად აისახება.

რეკორდული ზარალის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ლიკვიდურობის კრიზისი ან გაკოტრება არ ემუქრება, რადგან შვეიცარიულ ფრანკზე მოთხოვნა ისევ მაღალ ნიშნულზეა - ის მსოფლიოს რიგით მერვე ყველაზე მოთხოვნადი ვალუტაა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ტრილიონამდე დოლარის ღირებულების რეზერვებს ფლობს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები