მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიული საათების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

635791be8fd08
გიორგი თოლორდავა
25.10.22 11:55
441
მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესების მიუხედავად, სექტემბერში შვეიცარიული საათების ექსპორტი 19.1%-ით, 2.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

შვეიცარიული პრემიუმ-კლასის საათების სარეალიზაციო ბაზრებს შორის, ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერებს, სადაც ექსპორტის ზრდის წლიური მაჩვენებელი 33.2%-ს აღწევს; აგრეთვე მკვეთრადაა გაზრდილი მოთხოვნა იაპონიაში (+34.2%), არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა (+36.1%) და სინგაპურში (+38.9%); ზრდის 10-15%-იანი მაჩვენებლები ფიქსირდება გაერთიანებულ სამეფოში, ჩინეთში, იტალიასა და გერმანიაში.

რაც შეეხება მოთხოვნას, 500 დოლარზე ძვირადღირებულ საათებთან მიმართებით ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი 22.6%-ს აღწევს; აგრეთვე ზრდის ტენდენცია ფიქსირდება 200 დოლარზე იაფად შეფასებულ ბიუჯეტურ საათებთან მიმართებითაც.

ზოგადად, შვეიცარია საათების ინდუსტრიის გლობალური ლიდერია, "დიდ სამეულად" წოდებული საუკეთესო ბრენდები - Patek Philippe, Vacheron Constantin და Audemars Piguet სწორედ შვეიცარიაშია დაფუძნებული. აგრეთვე აქ გვხვდება ისეთი პოპულარული გლობალური ბრენდებიც, როგორიცაა: Rolex, Breitling, Cartier, IWC, Jaeger-LeCoultre და Hublot.