საქართველოში მაჯის საათების იმპორტი გაძვირდა. 2025 წლის 11 თვეში ქვეყანაში 6 მილიონ 157 ათასი დოლარის ღირებულების 63 ტონა საათები შეიძინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება 18.9%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 3%-ით შემცირდა. 2024 წლის ამავე პერიოდში საქართველოში 5 მილიონ 176 ათასი დოლარის ღირებულების 65 ათასი დოლარის მაჯის საათები შემოვიდა.
საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული საათები შვეიცარიიდან შემოდის, ყველაზე იაფად კი ჩინეთიდან ვყიდულობთ, შესაბამისად ღირებულების მიხედვით, მაჯის საათების მთავარი მომწოდებელი ქვეყნების რეიტინგში შვეიცარიაა. TOP-5 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- შვეიცარია - $1.9 მლნ, 2 ტონა;
- ჰონკონგი - $1.5 მლნ, 7 ტონა;
- ჩინეთი - $1.1 მლნ, 46 ტონა;
- გერმანია - $550 ათასი, 1 ტონა;
- ესპანეთი - $310 ათასი, 1 ტონა;




























