მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდა

შვეიცარია

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდა - გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის (ფედერალური საბჭოს) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"21 აგვისტოს ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდეს. ზომები 27 აგვისტოდან შევა ძალში. 9 ივლისს შვეიცარიის სანქციების სიას უკვე დაემატა 69 ფიზიკური და 47 სუბიექტი," - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ზომები მოიცავს რუსული ალმასებით ვაჭრობის აკრძალვების საერთაშორისო ჰარმონიზაციას. ასევე გახანგრძლივდა ვადები რუსეთიდან ინვესტიციების გატანის ნებართვების გასაცემად, რათა შვეიცარიულმა კომპანიებმა ლეგალურად შეწყვიტონ თავიანთი საქმიანობა ქვეყანაში.

მე-14 პაკეტი 2024 წლის 24 ივნისს იქნა მიღებული. ახალი სანქციებით, რუსეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ ევროკავშირის ფირმებს აეკრძალათ Swift-ის რუსულ ანალოგ SPFS სისტემასთან პირდაპირ დაკავშირება და ტრანზაქციებს საჯარო კომპანიებთან, რომლებიც ამ სისტემას სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები