შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მთავარმა საფინანსო ორგანომ რეფინანსირების განაკვეთი მოსალოდნელზე მეტად, კერძოდ, 50 საბაზისო პუნქტით, 0.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.
ეს წელს განხორციელებული რიგით მეოთხე ინტერვენციაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შვეიცარიის ცენტრალურ ბანკს ნულოვან განაკვეთთან რაც შეიძლება მალე სურს დაბრუნება, რათა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არ შეიზღუდოს და საბანკო სექტორს პრობლემები არ შეექმნას.
განაკვეთის შემცირების საშუალებას ცენტრალურ ბანკს დასტაბილურებული ინფლაცია აძლევს, რომელიც შვეიცარიაში 1%-ის ფარგლებშია.