შვეიცარიულმა საბანკო-საფინანსო გიგანტმა, UBS-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 29 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო, რაც ევროპის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ეს შედეგი ანალიტიკოსების პროგნოზს თითქმის სამჯერ აჭარბებს.
UBS-ის წარმატება მისი მთავარი კონკურენტის, Credit Suisse-ის შეძენით არის განპირობებული, რომლის სანაცვლოდ მან დაახლოებით 3 მილიარდი ევრო გადაიხადა, რაც საუკუნის გარიგებად შეიძლება ჩაითვალოს.
რეკორდული მოგების მიუხედავად, UBS-ის ხელმძღვანელობა თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას აანონსებს. მათი თქმით, უახლოეს მომავალში დამატებით 3,000 ადამიანი უნდა განთავისუფლდეს, რათა კომპანიის ხარჯები მაქსიმალურად შემცირდეს და ეფექტიანობა გაიზარდოს.
პოზიტიური კვარტალური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა უაღრესად დადებითად მიიღეს, ერთთვიან პერიოდში UBS-ის აქციები 23%-ითაა გაზრდილი და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2008 წლის $86-მილიარდიან ნიშნულს უახლოვდება.
ვრცლად ისტორიული გარიგების შესახებ წაიკითხეთ აქ: UBS-ისა და Credit Suisse-ის შერწყმა დასრულდა – შვეიცარიაში ახალი საბანკო ტიტანი დაიბადა
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.