მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვიდი საკითხი, რომლებზეც მთავრობა დღეს იმსჯელებს

63d762b4de744
ინგა მურუსიძე
30.01.23 10:25
1375
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს განიხილავს.

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აირონ კაპიტალ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 01 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ბონდი-2009“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“ (7 პროექტი)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

6. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "საქართველოში სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარების სტრატეგიის (2023-2027 წწ.) დამტკიცების შესახებ“

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

მომხსენებელი: ი. ქარსელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები