მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სი ძინპინი ბრაზილიაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს არ დაესწრება - Bloombeg

BRICS

სი ძინპინი ბრაზილიაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს არ დაესწრება. როგორც Bloombeg-ი წერს, ჩინეთის ლიდერის არყოფნას გადატვირთული გრაფიკით ხსნიან, თუმცა ჯერჯერობით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია.

გამოცემის ასევე წერს, რომ სი ძინპინის BRICS-ის სამიტზე არ ყოფნამ შესაძლოა დააზიანოს თავად ჩინეთის ძალისხმევა, რომელსაც სურს BRICS-ის მეშვეობით მსოფლიოში გავლენა გაზარდოს და აშშ-ის ლიდერობით არსებული საერთაშორისო წესრიგის ალტერნატივა გახდეს.

კერძოდ, BRICS-ი არის სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანება, რომელიც საკუთარ თავს G7-ის ალტერნატივად განიხილავს და ცდილობს შეცვალოს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი. სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტს ასევე მიეცემოდა შესაძლებლობა ისრაელთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ირანის ოფიციალურ პირებს პირველად შეხვედროდა. ირანის ისლამური რესპუბლიკა BRICS-ში 2024 წლიდანაა. ჩინეთის ძალისხმევით გაერთიანების წევრები შარშან 11-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები