ინდონეზია BRICS-ის წევრი ოფიციალურად გახდა. ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "BRICS-ის წევრობა სხვა განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების სტრატეგიული გზაა".
გაერთიანებაში ინდონეზიის წევრობას ბრაზილიის საგარეო უწყება გამოეხმაურა რიმლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ინდონეზია ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გლობალური მმართველობის ინსტიტუტების მხარდაჭერას იზიარებს და გლობალურ სამხრეთში თანამშრომლობის გაღრმავებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს".
ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი სახელმწიფოა, რომელიც BRICS-ის წევრი გახდა.
2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც. როგორ შეიცვლება ალიანსის სახელი, ჯერჯერობით უცნობია.